ქსელური მარკეტინგის ისტორია – III ნაწილი

გასული 55 წლის მანძილზე MLM-ი გადაიქცა კანონიერ და ეფექტურ ბიზნეს-შესაძლებლობად, იდეალურად ერწყმის ახალ ტალღას, რომელიც უახლოეს მომავალში დაიპყრობს ბიზნესის სამყაროს (დაწვრილებით ამის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ რიჩარდ პოს წიგნი „მეოთხე ტალღა და ქსელური მარკეტინგი XXI საუკუნეში“). დღეისთვის ქსელურ მარკეტინგში ცნობილია 4000 კომპანია, რომელთა საქონელბრუნვა წელიწადში 500 მილიარდ დოლარს შეადგენს. აშშ-ი დღეს მუშაობს 2500-მდე მსხვილი კომპანია და პროდუქციის 65% სწორედ ამ მეთოდით იყიდება. ამ საქმით დაკავებულია მოსახლეობის 20%-ი, ე.ი. ყოველი მეხუთე ადამიანი. სწორედ ქსელური მარკეტინგიდან, დაახლოებით 600 ათასი ადამიანი გახდა მილიონერი (გაიხსენეთ ცნობილი ფილმი „O Lucky Man”- სადაც მთავარი გმირი გარკვეული პერიოდი მუშაობს დისტრიბუტორად). იაპონიაში პროდუქციის 90%-ის რეალიზაცია ხდება ქსელური მარკეტინგის სისტემით, რაც აისახება მათი ეკონომიკის სწრაფ განვითარებაზეც. ევროპაში მუშაობს 700-ზე მეტი ქსელური კომპანია, მცირე აზიის ქვეყნებში – 800-ზე მეტი, რუსეთში კი მხოლოდ 70-ი.

მსოფლიოში ყოველდღიურად 100 ათასი ადამიანი ხდება ქსელური მარკეტინგის დამოუკიდებელი დისტრიბუტორი. როგორც ანალიტიკოსები და ეკონომიკის ექსპერტები ვარაუდობენ, 21-ე საუკუნეში მსოფლიო პროდუქციის დაახლოებით 80%-ი გაიყიდება ქსელური მარკეტინგის სისტემით, რაც უკვე მკვეთრად შეინიშნება.

ისტორია გვიჩვენებს, რომ ქსელური მარკეტინგი დაიწყო კერძო მოხმარების საგნებიდან: ვიტამინები, მინერალები, ჰიგიენა. 80-იანი წლებიდან იზრდება ტელეკომუნიკაციების წილიც. ასეთ მომსახურებას შეიძლება მივაკუთვნოთ: საკრედიტო ბარათები, ფინანსური მომსახურება, დაზღვევა და ტურისტული ბიუროები. თუ ყურადღებას მივაქცევთ კომუნალური სფეროს დეცენტრალიზაციას, MLM სისტემაზე გადასვლის პროცესი – უახლოესი მომავლის საქმეა.

თვალნათლივი მაგალითი იმისა, რომ ქსელური მარკეტინგი უკვე ფორმირებულია როგორც საუკეთესო მოდელი, გახლავთ ის, რომ დღეს მსოფლიოს სააქციონერო და ნიუ-იორკის ფონდების ბაზრებზე მოქმედებს 20 ძლიერი კომპანიის აქციები. არის კიდევ მრავალი კომპანია, რომელიც მზადაა გასცეს თავისი აქციები, რადგანაც ქსელური კომპანიების ფინანსური მხარე გაცილებით უკეთეს მდგომარეობაშია, ვიდრე ტრადიციული ბიზნესის მაჩვენებელი და სწორედ ეს იწვევს ინვესტორთა დიდ ყურადღებას.

გამოყენებული წყარო: http://bizideebi.blogspot.com/2011/01/blog-post.html

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

Up ↑

%d bloggers like this: