ქსელური მარკეტინგის ისტორია – II ნაწილი

ინდუსტრიის ისტორიას ახსოვს რთული პერიოდიც. 1975 წელს აშშ-ი დაიწყო ფინანსური პირამიდების დევნა. ვაჭრობის კომისიის ფედერალურ განყოფილებაში აღმოჩდნენ ჩინოვნიკები, რომლებმაც სცადეს ეღიარებინათ კომპანია AMWAY ფინანსურ პირამიდად. ოთხი წელი გრძელდებოდა კომპანიის საქმიანობის გამოკვლევა. სასამართლოს გადაწყვეტილებამ აღიარა, რომ ქსელური მარკეტინგი არის მომსახურების და პროდუქციის რეალიზაციის კანონიერი გზა. ფედერალური კომისიის ამ აღიარებას მხარი დაუჭირა თითქმის ყველა შტატმა და ის ლეგიტიმურად აღიარეს. 1980 წელს დაარსებულმა კომპანია Herbalife-მა, მისი მოღვაწეობიდან 20 წლის შემდეგ, 2000 წელს, მიაღწია ასტრონომიულ ციფრს – 2,3 მილიარდი დოლარის საქონელბრუნვას. Herbalif-ს დღეს აქვს ოფიციალური წარმომადგენლობა მსოფლიოს 52 ქვეყანაში. ის შეტანილი გახლავთ გინესის რეკორდების წიგნში, როგორც ყველაზე სწრაფად განვითარებადი კომპანია ქსელური მარკეტინგის ისტორიაში.

დაიწყო MLM-ის ნამდვილი ბუმი. ათასობით კომპანია გადავიდა ამ ბიზნეს-მოდელის გამოყენებაზე. ის განსაკუთრებით პოპულარული გახდა პატარა კომპანიებისთვის, რომელთაც რეკლამისთვის არ გააჩნდათ უზარმაზარი თანხები. საუკეთესო რეკლამა იყო თვით დისტრიბუტორი, რომელიც იყენებდა პროდუქციას და ჰქონდა შედეგი. მათ ასორტიმენტში აღმოჩნდა უამრავი პროდუქტი: სადაზღვევო პოლისი, საყოფაცხოვრებო ნივთი, პლასტიკური ბარათი, სამკაული, ჭურჭელი, კომპიუტერი, მინი-ტრაქტორი და მრავალი სხვა. უდიდესმა კომპანიებმა, როგორებიცაა: Ford, Colgate, Canon, Lipton, Coca-Cola. ასევე ბიზნესის სხვა ფლაგმანებმა დაიწყეს ქსელური მარკეტინგის გამოყენება. დისტრიბუტორთა პრაქტიკაში მყარად შევიდა თანამედროვე ბიზნეს-ტექნოლოგიები, ტელეკომუნიკაცია და გაყიდვების პროცესის კომპიუტერულ-პროგრამული უზრუნველყოფა. მათი საქონელბრუნვა ყოველწლიურად 20-30%-ით იზრდება, ხოლო დისტრიბუტორთა რიცხვი 30 მილიონ ადამიანს მიუახლოვდა. აშშ-ი ყოველ მეხუთე ოჯახში შეიძლება აღმოაჩინოთ დისტრიბუტორი. ყოველწლიურად 100 მილიონზე მეტი ამერიკელი ყიდულობს თუნდაც ერთ პროდუქტს MLM ინდუსტრიიდან.

ამერიკაში მომხდარმა პროცესებმა გავლენა იქონია მთელ მსოფლიოში. ბევრ ქვეყანაში მიიღეს კანონმდებლობა, რომელმაც „მწვანე შუქი“ აუნთო ამ სახის ბიზნეს-მოდელს. დღეს კი ქსელური მარკეტინგი აყვავებულია მსოფლიოს ყოველ კონტინენტზე, 100-ზე მეტ ქვეყანაში. იაპონიაში 2 მილიონ ადამიანზე მეტია დაკავებული ამ ინდუსტრიით და მათი საქონელბრუნვა წელიწადში 30 მილიარდს შეადგენს. ტაივანში ყოველი მეთორმეტე მცხოვრები ქსელური მარკეტინგის სპეციალისტია. ტაივანსა და ჩინეთში ყოველწლიური საქონელბრუნვა 2 მილიარდ დოლარს აღწევს. 1998 წელს, მალაიზიაში მილიონამდე სპეციალისტმა, საქონელბრუნვა 1 მილიარდ დოლარამდე გაზარდა. ავსტრალიაში კი, საქონელბრუნვამ წელიწადში 1,8 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. სპეციალურ ტრენინგებზე და სემინარებზე მოსახვედრად ავსტრალიელები მხოლოდ გზას, 7-9 საათს ანდომებენ.

ევროპის ქვეყნებში (გერმანია, იტალია, ესპანეთი, საფრანგეთი) საქონელბრუნვამ 3 მილიარდ დოლარს გადააჭარბა წელიწადში, ხოლო დიდ ბრიტანეთში – 1 მილიარდ დოლარს. ქსელური მარკეტინგის სწრაფი განვითარება აღინიშნება აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებშიც. რუმინეთში, ამერიკული კომპანია AMWAY-ის შესვლიდან 1 წლის შემდეგ, მას შეუერთდა მოსახლეობის 1%. ჩეხეთში, სლოვენიაში, პოლონეთსა და უნგრეთშიც შეინიშნება სწრაფი განვითარება. მხოლოდ ესპანეთში წლიური საქონელბრუნვა შეადგენს 1,2 მილიარდ დოლარს, ავსტრიაში 450 მილიონ დოლარს, შვეიცარიაში 300 მილიონ დოლარს, ასეული მილიონი დოლარის საქონელბრუნვაა შვეციაში, ნორვეგიასა და ფინეთში. ბრაზილიაში მოქმედებს 1,5 მილიონი დისტრიბუტორი, რომელთა საქონელბრუნვა წელიწადში 3 მილიარდ დოლარზე მეტია,ხოლო არგენტინის გაყიდვების მოცულობა უახლოვდება 1,5 მილიარდ დოლარს. სამხრეთ კორეის საქონელბრუნვამ კი 600 მილიონ დოლარს მიაღწია წელიწადში.

გამოყენებული წყარო: http://bizideebi.blogspot.com/2011/01/blog-post.html

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

Up ↑

%d bloggers like this: