ქსელური მარკეტინგის ისტორია – I ნაწილი

Carl F. Rehnborg mlm-ის სურათის შედეგიქსელური მარკეტინგის ისტორია უკავშირდება ამერიკელ კარლ რენბორგს (1887-1973), რომლის იდეის რეალიზებამ 500 მილიარდიანი ინდუსტრია შექმნა.

რენბორგი თორმეტი წლის განმავლობაში ჩინეთში, ამერიკულ კომპანიებში მუშაობდა (ნავთობი, გემთმშენებელი) და უკვე მაშინ ფიქრობდა ვიტამინების როლზე ადამიანის ჯანმრთელი კვების პროცესში. 20-იანი წლების შუა პერიოდში, როდესაც სახელმწიფო ძალაუფლება გადავიდა რევოლუციური ძალების ხელში და სათავეში მოვიდა გენერალი ჩან კაიში, ის სხვა უამრავი უცხოელივით ციხეში მოხვდა.

ზუსტად ამ დროს მან პრაქტიკაში დიეტების გამოყენება დაიწყო, რადგან ციხის საჭმელი უვარგისი და მავნე იყო ჯანმრთელობისთვის. მაგრამ სად უნდა აეღო ორგანიზმისთვის აუცილებელი ელემენტები? მაგალითად, რკინა? კარლმა იპოვა გამოსავალი – პირველი საკვები გახლდათ… დაჟანგული ლურსმნები! მათ პატარა ნაწილაკებს ის ამატებდა ციხის საკვებში. შემდეგ მოელაპარაკა დარაჯს, რომ მას მიეტანა მისთვის ნაირ-ნაირი ბალახი… კარლ რენბორგმა მათთან ერთად, ვინც მის მაგალითს მიჰყვებოდნენ, შესძლეს არამც თუ გადარჩენა, არამედ სამშობლოში დაბრუნებაც.

1927 წელს რენბორგი აღმოჩნდა აშშ-ში, სადაც იგი გულმოდგინედ შეუდგა სხვადასხვა საკვები დანამატების შექმნას, რის ფუძეთაც მან აირჩია lucerna, რომელიც შეიცავს მრავალ ვიტამინსა და მინერალს, ცილებს და სხვა სასარგებლო კომპონენტს. რენბორგმა, მის მიერ დამზადებული პრეპარატები გასასინჯად უფასოდ შესთავაზა თავის ნაცნობებს და მეგობრებს. შედეგები არ ყოფილა, რადგან არცერთი მათგანი არ იყენებდა მათ. მაშინ კარლმა ის გახადა ფასიანი, რადგან მიხვდა რომ, უფასო არასდროს არ ფასდება. პოზიტიურ შედეგებსაც არ დაუყოვნებიათ. სასარგებლო დანამატებზე ინფორმაცია სწრაფად გავრცელდა (რენბორგის ყოველ მეგობარს აღმოაჩნდა ნაცნობები). ადამიანები რენბორგს სთხოვდნენ შეხვედრების მოწყობას, რომ მეტი გაეგოთ ახალი პროდუქტის შესახებ. ყოველი მოთხოვნის დაკმაყოფილება, რა თქმა უნდა, კარლს არ შეეძლო. სწორედ მაშინ მას მოუვიდა გენიალური იდეა.

 

რენბორგმა შესთავაზა მეგობრებს, რომ მათ საკვები დანამატების შესახებ ინფორმაცია მათსავე მეგობრებისთვის მიეცათ. ყიდვის შემთხვევაში კი ისინი საკომისიოს მიიღებდნენ. ასევე გადაწყვიტა გადაეხადა მათთვისაც, ვინც გააგრძელებდა პროდუქციის მოხმარებას და თავისი კავშირების გამოყენებით მის რეალიზებას.

ასე დაიბადა ქსელური მარკეტინგი. 1934 წელს რენბორგმა ჩამოაყალიბა კომპანია „California Vitamins” და ასეთი სისტემის საშუალებით, სადაც მომხმარებელი თვითონვე ხდება რეალიზატორიც (დისტრიბუტორები), კომპანიამ სწრაფად მიაღწია 7 მილიონი დოლარის საქონელბრუნვას ყოველგვარი რეკლამის გარეშე (ეს პრინციპული მომენტია და საჭიროა მისი აუცილებელი ცოდნა, როდესაც მივალთ შეკითხვამდე, საიდან ჩნდება ასეთი დიდი ფული ქსელურ მარკეტინგში).

1939 წელს კარლ რენბორგმა კომპანიას სახელი გადაარქვა და უწოდა „Nutrilite Products”-ი (პროდუქტის დასახელების მსგავსად), საკვები დანამატების პრინციპის შენარჩუნებით. თანამშრომლები თავისით იწვევდნენ ახალბედებს სამუშაოდ, აძლევდნენ მათ აუცილებელ ინფორმაციას პროდუქციაზე და სთავაზობდნენ საკუთარი ქსელის აწყობის იდეას. კომპანია თავის ყოველ დისტრიბუტორს უნაზღაურებდა, არა მხოლოდ გაყიდული პროდუქციის მიხედვით, არამედ მათ მიერ მოწვეული დისტრიბუტორების ყოველი გაყიდვიდანაც.

კომპანიის სავაჭრო წარმომადგენელი, რომელსაც ეწოდება „სპონსორი“, იწვევდა ახალ თანამშრომელს და იღებდა ვალდებულებას, რომ ასწავლიდა მას მუშაობის პრინციპებს და ამით დაეხმარებოდა გაყიდვების გაზრდაში, რაზეც იყო დამოკიდებული მისი საკუთარი შემოსავალი. აგრეთვე, ჯგუფური გაყიდვების მოცულობა შეიძლება ყოფილიყო გაცილებით მეტი, ვიდრე საკუთარი გაყიდვები. ასეთი ხერხით, რენბორგმა კლასიკურ ბიზნესში შეიტანა „ერთსაფეხურიანი მარკეტინგის“ პრინციპი.

ისტორიის განვითარების შემდეგი ნაწილი უკავშირდება ისეთ პარტნიორებს, როგორებიც არიან რიჩ დევოსა და ჯეი ვან ანდელა, რომლებმაც ათწლიანი წარმატებული ბიზნესის მართვის შემდეგ, რენბორგის სტრუქტურაში, 1959 წელს შექმნეს საკუთარი კომპანია „American Way Corporation”, შემოკლებით AMWAY (ამერიკული გზა), რომელიც დღეს გახლავთ ერთ-ერთი ძლიერი ქსელური კომპანია, 8 მილიარდიანი საქონელბრუნვით წელიწადში. ამ ადამიანების დამსახურება ის არის, რომ ისინი გამოვიდნენ მხოლოდ ერთი პროდუქციის ხაზის ჩარჩოდან. მათ თავიანთ ასორტიმენტში საკვები დანამატების გარდა ჩასვეს საყოფაცხოვრებო მომსახურების საქონელიც (დღეს მათ პრაის-ლისტში არის 3000-ზე მეტი დასახელების პროდუქტი). ამავე დროს, მათ დაიწყეს მრავალსაფეხურიანი მარკეტინგ-გეგმის გამოყენება, რაც ნიშნავს, რომ ანაზღაურების გაცემა ხდება ორგანიზაციის საქონელბრუნვის მთლიანი მოცულობიდან და არა მხოლოდ პირადად მოწვეული პირველი თაობის დისტრიბუტორების საქონელბრუნვიდან. ამან გამოიწვია კომპანიის სწრაფი ზრდა და ინტერესი, არა მხოლოდ აშშ-ი, არამედ კანადაში, ავსტრალიაში, იაპონიასა და სხვა ქვეყნებშიც. დღეს AMWAY -ს შეიძლება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში შეხვდეთ. მან მილიონობით ადამიანს ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების საშუალება მისცა.

გამოყენებული წყარო: http://bizideebi.blogspot.com/2011/01/blog-post.html

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

Up ↑

%d bloggers like this: